ანდრეი კანჩელსკისი
Aa
Aa

„რუსეთმა მუნდიალის თამაშები იყიდა“ - კანჩელსკისის სკანდალური განცხადება

„მან. იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელკსისმა რუსული ფეხბურთის მიმართ მორიგი კრიტიკული განცხადება გააკეთა. ზოგადად, კანჩელსკისი რუსებს შორის გამორჩეულია, ცნობილი ფიგურების კრიტიკას არასდროს გაურბის. მისი თქმით, მუნდიალზე გამართული შეხვედრები ჩაწყობილი იყო, მათ შორის ესპანეთთან გამართული მატჩი.

„რუსეთს რატომ უნდა ვუგულშემატკივრო? რუსეთმა 2018 წლის მუნდიალზე ყველა თამაში იყიდა. გუნდს ვის შეხვდა? ურუგვაიმ 3:0 გადაუარა. ესპანეთთან თამაში ნაყიდი იყო. არ გიფიქრიათ, რატომ შეცვალეს ერთ დღეში ესპანელთა მთავარი მწვრთნელი? მათ იერო დანიშნეს, რომელიც შედეგის მიუხედავად, პოსტზე რჩებოდა. ფიქრობთ, ესპანეთის მეფე მატჩის წინ უმიზეზოდ ჩამოფრინდა? რუსეთში იგივე მოხდა, რაც 2002 წლის მუნდიალზე კორეა-იაპონიაში, როცა იტალიის ნაკრები „გაანადგურეს“.

ესპანელები ქაოტურად თამაშობდნენ, ბურთს აგორავებდნენ და კარში არ არტყამდნენ. როგორ ფიქრობთ, ფეხბურთი არ მითამაშია და არ ვიცი, რას ნიშნავს?

ჰაერზე არ ვსაუბრობ, თამაშები ჩაწყობილი იყო. გაირკვევა. ეს ფეხბურთელებისგან ვიცი, გარკვეული დროის შემდეგ ისინი ხმამაღლა ისაუბრებენ.

რუსეთის რეალური ძალა ევრო 2020-ზე გამოჩნდა, ფინეთს გაჭირვებით მოუგო, ბელგიასთან და დანიასთან კი განადგურდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები