„ეს კატასტროფა არაა“ - არიგო საკიმ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ედინ ჯეკოს ერთადერთი გოლით სიმონე ინძაგის გუნდმა მოიგო. საკის აზრით, ნეაპოლურმა კლუბმა გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს.
„დიახ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა განახლდა. ეს მარცხი „ნაპოლისთვის“ კატასტროფა არაა, თუმცა მას სჭირდება, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაიბრუნოს და ისევ ბრწყინვალე თამაში აჩვენოს, რა თამაშითაც აქამდე მოვიდა. „ინტერმა“ თავისი თამაში აჩვენა, გუნდი თავს კარგად იცავდა და შეტევაში „ნაპოლიზე“ საშიში იყო.
„ნაპოლის“ რამდენიმე მოთამაშე თავის თავს არ ჰგავდა. ის თამაში ვერ აჩვენეს, როგორც აქამდე ასპარეზობდნენ. გამიკვირდა, ხვიჩას ასეთი თამაში. მისი თამაშის ყურებისას ვფიქრობდი, რომ ეს მისი ტყუპისცალი იყო...“
კარლო ალვინო „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტია. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები მას კარგად იცნობენ და „პარტენოპეის“ წინასასეზონო მატჩების კომენტატორი სწორედ ალვინო გახლდათ. რამდენიმე წუთის წინ, იგი იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „კვარამ“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა:
„ჩვენ შედარებით მშვიდად ვართ. კვარაცხელიას ვარჯიში ინტერთან მიღებული დარტყმების (ბევრი და დაუსჯელად დარჩენილი) გამო არ გამოუტოვებია. საქმე ისაა, რომ დღეს არ უნდა ევარჯიშათ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუშინ ითამაშეს. მერეტსაც არ უვარჯიშია და ფიქრობთ, რომ მასაც კოჭებში ურტყეს?“
ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მისი გუნდის მომდევნო მეტოქე „სამპდორიაა“ და ეს დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს