კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„ხალხი ხედავს რონალდუ რეალურად როგორი ადამიანია, მის გამო დიდი სტრესი გამოვიარეთ“

ჯეიკობ ჰარდინგის დედამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ჰარდინგი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვია, ვისაც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ტელეფონი დაუმსხვრია. ეს „ევერტონთან“ მატჩის შემდეგ მოხდა და ჰარდინგის დედამ კრიშტიანუ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„მისი სახელის ნებისმიერი ხსენების გამო, სისხლი მიდუღს. მან მე და ჩემს შვილს, ჯეიკობს, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვია, ბოდიში არ მოგვიხადა. აპრილში, როცა დაგვირეკა, ბოდიშის მსგავსი არაფერი უთქვამს და მხოლოდ ტრაბახობდა.

ვფიქრობ, მას კარიერა უნდა დაესრულებინა და ჩვენთვის დასვენების საშუალება მოეცა. რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში და პორტუგალიის ნაკრებში არ ათამაშეს და აშკარაა, რომ ხალხი ხედავს, იგი რეალურად როგორი ადამიანია. რონალდუს გამო, მე და ჯეიკობმა უდიდესი სტრესი გადავიტანეთ და ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს კრიმინალები ვიყავით და არა უდანაშაულო ადამიანები.

ჩვენთვის ფული მთავარი არასდროს ყოფილა და მხოლოდ ბოდიშის მიღება გვინდოდა. მანჩესტერისგან და ევერტონისგან აბსოლუტურად არაფერი მიგვიღია და ევერტონს შეეძლო, ის მაინც გაეკეთებინა, რომ ჯეიკობს ფეხბურთელებთან ერთი დღე გაეტარებინა. იმედგაცრუებული ვარ, რომ რონალდუ ამდენს გამოიმუშავებს და თავს იწონებს, როცა ქვეყანა კრიზისში იმყოფება და ხალხს საჭმელიც არ აქვს“.

ცნობისთვის, „ევერტონთან“ მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე რონალდუმ ბოდიში მოიხადა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „ემოციებთან გამკლავება ისეთ რთულ მომენტებში, როგორიც ახლაა, ყოველთვის რთულია. თუმცა, ყოველთვის უნდა ვიყოთ პატივისცემით, მოთმინებით და მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი ლამაზი თამაში უყვართ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი გამოხტომისთვის და, თუ შესაძლებელია, კეთილსინდისიერებისა და სპორტული პრინციპების ნიშნად, ეს გულშემატკივარი ოლდ ტრაფორდზე მატჩზე დავპატიჟო“,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ხვიჩა ასეულში ვერ მოხვდა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ხვიჩა ასეულში ვერ მოხვდა