ნეაპოლელები ინტერთან მატჩის მსაჯს აკრიტიკებენ - ექს-რეფერი მათ ნაწილობრივ ეთანხმება
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. „პარტენოპეიმ“ „ინტერის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მინიმალური ანგარიშით წააგო. მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა გულშემატკივრებმა შეხვედრის მთავარი არბიტრი, სიმონე სოზა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მან „ნერაძურის“ ფეხბურთელებს „კვარას“ მიმართ უხეშობის უფლება მისცა. ამ თემაზე Corriere dello Sport-მაც დაწერა და გვაუწყა, რომ „შავ-ლურჯებთან“ მიღებული დაზიანებების გამო, ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია.
Il risultato finale della partita è stato giusto, con l’#Inter che ha meritato i tre punti contro il #Napoli, ma #Kvaratskhelia ha subito interventi durissimi con #Sozza che spesso ha sorvolato non concedendo falli o decidendo di non sanzionarli con i cartellini #InterNapoli pic.twitter.com/pIEtKDiavl
— Antonello Perillo (@anperillo) January 5, 2023
„ნეაპოლელებისა და ნაპოლის ენერგიული პროტესტი სოზას წინააღმდეგ, რომელმაც ინტერის ფეხბურთელებს უფლება მისცა, ქართველ შემტევზე პირველივე წუთიდან ეუხეშათ. დღეს, კვარაცხელიას არ უვარჯიშია და ეს იმ დარტყმების გამო მოხდა, რომლებიც მეტოქეებისგან მიიღო. ფეხბურთელებისთვის აგრესიულად თამაშის უფლებას მიცემა სწორია, მაგრამ შეცდომაა, როცა მოთამაშეებს უფლებას აძლევ, ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ სისტემატურად იუხეშონ“, - წერს Corriere dello Sport-ი.
„სოზამ კარგად იმსაჯა და ბურთთან ყოველთვის ახლოს იყო. მას პრობლემები არ ჰქონია და საწუწუნო არაფერია. იგი მთელი მატჩის განმავლობაში უმაღლეს დონეზე იქცეოდა და ფეხბურთელებთან არასაჭირო კონტაქტსა და დიალოგს თავს არიდებდა. მიუხედავად ამისა, დისციპლინარული ქმედებები იყო ის, რაც მისგან ყველაზე მეტად არ მომეწონა. ზოგადად, მან კარგი სამუშაო გასწია, მაგრამ ინტერის ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი სამჯერ უნდა მიეღოთ. პირველი - შკრინიარი კვარაცხელიას წინააღმდეგ. მეორე - ბარელა კვარაცხელიას წინააღმდეგ და მესამე - ჩალჰანოღლუ პოლიტანოს წინააღმდეგ“, - დასძინა ყოფილმა მსაჯმა, ლუკა მარელიმ.
საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ვიდეოც გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ „ინტერის" მეკარე, სამირ ჰანდანოვიჩი შეხვედრის მთავარ არბიტრს ეუბნება, რომ სასტვენი ხშირად არ გამოიყენოს.
Oggi #Kvaratskhelia non si è potuto allenare per i dolori dopo i falli subiti ieri sera in #InterNapoli. A #Napoli polemiche accese per l’arbitraggio di #Sozza. A riaccenderle anche questo video che ha protagonista #Handanovic con una frase infelice rivolta all’arbitro ???? pic.twitter.com/oiGHmwhcFA
— Antonello Perillo (@anperillo) January 5, 2023
ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია A-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.