პირველი წაგება სერია ა-ში - ნაპოლი ინტერთან დამარცხდა
სერია ა განახლდა. გულშემატკივრებმა ცენტრალური და მხიარული დაპირისპირება იხილეს. „ინტერმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლუჩიანო სპალეტის შეგირდები, მიმდინარე სეზონის იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდნენ, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად მეორედ.
მთელი მატჩის განმავლობაში „ინტერი“ დომინირებდა და უამრავ მომენტს ქმნიდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში „ნერაძურის“ ფეხბურთელები არაზუსტად ურტყამდნენ, ხოლო რამდენჯერმე ნეაპოლელთა კარის დარაჯმა შეძლო რთული ბურთების მოგერიება. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე კარგი გარღვევა ჰქონდა, მაგრამ საგოლე შანსით არცერთი მათგანი არ დასრულებულა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ფეხბურთელს მასპინძელთა მცველები საკმაოდ უხეშად ეთამაშებოდნენ.
ანგარიში 56-ე წუთზე ედინ ჯეკომ გახსნა. ამის შემდეგ, „პარტენოპეი“ ბევრს ცდილობდა, მაგრამა არაფერი გამოსდიოდა. ხვიჩა კვარაცხელია მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად ელმასი გამოიყვანა.
ამ წაგების შემდეგ, „ნაპოლის“ 41 ქულა დარჩა. თავისი მატჩი მოიგო „მილანმა“, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება და „პარტენოპეის“ ახლა უკვე 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 8 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.
ხვიჩას ყველა მომენტი „ინტერთან“