კილიან მბაპე, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მბაპე არგენტინელებმა NBA-ს თამაშზე დატროლეს

პსჟ-ს ფეხბურთელები, კილიან მბაპე და აშრაფ ჰაკიმი ორი დღის წინ, ნიუ იორკში NBA-ს თამაშს დაესწრნენ. ფეხბურთელები „ბრუკლინ ნეთსისა“ და „სან ანტონიო სპურსის“ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რომელშიც „ნეთსმა“ 139:103 გაიმარჯვა.

ამ ამბავში სახალისო ისაა, რომ Barclays Center-ში, სადაც შეხვედრა იმართებოდა არგენტინელი გულშემატკივრებიც იყვნენ და მათ მბაპეს კიდევ ერთხელ დასცინეს.

არგენტინელებმა ტრიბუნებზე La Mosca-ს სიმღერა - „Muchachos, ahora nos volvimos a ilusionar“, რომელიც სპეციალურად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დაიწერა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალში საფრანგეთი არგენტინის ნაკრებთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 მორჩა, დამატებით ტაიმებში კი გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო ბურთი გაიტანეს. სამხრეთ ამერიკელებმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვეს და მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა