ლიონელ მესი
Aa
Aa

კონტრაქტის გახანგრძლივებას ამ კვირაში გამოაცხადებენ - მესი პარიზში რჩება

ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. გავლენიანი ესპანური გაზეთის, Marca-ს ინფორმაციით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი კლუბს საკუთარ მომავალს კიდევ ერთი წლით, 2024 წლის ივნისამდე დაუკავშირებს.

„ლა პულგა“ შვებულებაში იმყოფებოდა და გუნდში დაბრუნების შემდეგ, ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. Marca-ს ცნობით, თუ რაღაც განსაკუთრებული და მოულოდნელი არ მოხდა, დიდი შანსია, კლუბმა გარიგების დახურვის შესახებ ამ კვირას გამოაცხადოს.

Marca-ს ცნობით, მესის მაგიდაზე პარიზელთა შეთავაზება სეზონის დაწყებისთანავე იდო. „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა ასპარეზობით, რომელიც „ლა პულგამ“ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა და მუნდიალის დაწყებამდე, მხარეებს შორის იყო შეთანხმება, რომ თანამშრომლობა გაეგრძელებინათ.

მოგეხსენებათ, მესი „ბარსაში“ 2004-21 წლებში თამაშობდა, კატალონიურ კლუბში უდიდესი ეპოქა შექმნა, ლა ლიგა 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი - ოთხჯერ. 2021 წლიდან არგენტინელი პსჟ-სთვის თამაშობს, 35 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 13 თამაშში 7 გოლი შეაგდო, 10 საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ კი „ალბისელესტესთან“ ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაინგოლანი: „კვარა ნამდვილი აღმოჩენაა“
ნაინგოლანი: „კვარა ნამდვილი აღმოჩენაა“