ხვიჩა კვარაცხელია, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

სპალეტი: „ხვიჩას შეუძლია, ჩვეულებრივი მომენტი განსაკუთრებულად აქციოს“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის და „ინტერს“ დაუპირისპირდება. დღეს, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ქართველ ფეხბურთელზეც ისაუბრა.

„ლობოტკა და კვარაცხელია? მათ მოსამზადებელი პერიოდისას საკუთარ თავზე სწორად იმუშავეს. იუვე სტაბიას წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარეს და იმ დროის განმავლობაში, რაც მოედანზე გაატარეს, მაღალი დონე აჩვენეს. ასე, რომ მათგან ხარისხიან თამაშს ველოდები.

კვარაცხელია ძალიან კარგი ბიჭია. იგი არაპროგნოზირებადია და შეუძლია, ჩვეულებრივი რაღაც განსაკუთრებულად აქციოს, ეს კი ჩვენთვის შესანიშნავი დანამატია. ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს იმ კატეგორიის ფეხბურთელებზე, რომლებსაც თანაგუნდელებისა და სათამაშო სქემების გარეშე შეუძლიათ, არაფრისგან მნიშვნელოვანი მომენტი შექმნან და გადამწყვეტები იყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. „ნაპოლის“ მომდევნო მეტოქე, „ინტერი“ 30 ქულით მე-5 პოზიციაზეა და საკუთარ კედლებში მხოლოდ ერთხელ, „რომასთან“ დამარცხდა. „ნერაძური“ „პარტენოპეისთანაც“ მასპინძელი იქნება და „კვარასა“ და კომპანიას თბილისის დროით, 23:45-ზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩინის კვარაზე ინფორმაცია 5 წლის წინ ჰქონდა - კონტემ მის შეძენაზე უარი თქვა
მანჩინის კვარაზე ინფორმაცია 5 წლის წინ ჰქონდა - კონტემ მის შეძენაზე უარი თქვა