იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: მსაჯებთან საუბარი მიკროტალღურ ღუმელთან საუბარს ჰგავს

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ბრენფორდს“ დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მატჩის მთავარი არბიტრი, სტიუარტ ეტველი გააკრიტინა და განაცხადა, რომ მესამე გოლის ეპიზოდში „ბრენტფორდის“ თავდამსხმელმა იბრაჰიმა კონატეზე თამაშის წესები დაარღვია.

რა თქვა კლოპმა:

მესამე გოლი ასე უბრალოდ არ უნდა გავატაროთ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მსაჯთან ამაზე დალაპარაკებას ვცდილობდი, მაგრამ მათთან საუბარი მიკროტალღურ ღუმელთან საუბრის მცდელობას ჰგავს.

წესები საგრძნობლად გაფართოვდა, ამის გამოა ეს სიტუაცია რთული. VAR-ი კი ისევ იმალება. ვფიქრობ, მსაჯმა ეს ეპიზოდი უნდა ახნას. საჯარიმოში, ასეთი ქცევის შემდეგ მსაჯები უნდა სტვენდნენ. ამ ეპიზოდს გავასაჩივრებთ, მაგრამ არ მგონია, რომ ისინი გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ მიიღებენ. მესამე გოლს პატივს ნამდვილად ვერ ვცემ.

მესამე გოლის ეპიზოდში, „ბრენტფორდის“ ფეხბურთელთან, ბრაიან მბუმოსთან კონტაქტის შემდეგ, იბრაჰიმა კონატე საჯარიმოში წაიქცა, მბუმოს კი ალისონის კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.

19 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ოთხეულამდე 4 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ვუსურვებ ისეთივე კარიერა ჰქონდეს, როგორიც რონალდოს“ - მასიმო მორატი
„ხვიჩას ვუსურვებ ისეთივე კარიერა ჰქონდეს, როგორიც რონალდოს“ - მასიმო მორატი