პელე
Aa
Aa

პრემიერ ლიგა პელეს ხსოვნას პატივს მიაგებს

პრემიერ ლიგა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ხსოვნას პატივს მიაგებს. რამდენიმე წუთის წინ, პრემიერ ლიგამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას იმ ღონისძიებების შესახებ აუწყა, რომლებიც მატჩებამდე იგეგმება.

„პელეს საპატივცემულოდ, პრემიერ ლიგის კლუბები მე-18 ტურის მატჩებისას მის ხსოვნას მოიგონებენ და ამას შეხვედრის დაწყებამდე, წუთიერი აპლოდისმენტებით გააკეთებენ. ამასთან, ფეხბურთელები და მსაჯები შავ სამკლავურებს გაიკეთებენ“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. პელე სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ გახლდათ. მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა და დაავადებამ პროგრესი განიცადა, რასაც თირკმლებისა და გულის დისფუნქციაც დაემატა.

ცნობისთვის, პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მოთამაშის სტატუსით, მსოფლიო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო. მან ეს შედეგი 1958, 1962 და 1970 წლების მუნდიალზე დააფიქსირა. ბრაზილიის ნაკრების მაისურით მას 92 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და მის ანგარიშზე 77 გოლი იყო. ეს სარეკორდო მაჩვენებელი გახლდათ, თუმცა ახლახან მას ნეიმარი გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეფემ დაგვტოვა - როგორ ემშვიდობება საფეხბურთო სამყარო პელეს
მეფემ დაგვტოვა - როგორ ემშვიდობება საფეხბურთო სამყარო პელეს