კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, ალ ნასრი
Aa
Aa

რამოსი რონალდუსთან ერთად - ალ-ნასრის გრანდიოზული გეგმა

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრში შესაძლო გადასვლის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბი პორტუგალიელს 5-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 200 მილიონ ევროს სთავაზობს.

როგორც ჩანს, ალ-ნასრის მიზანია, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ფეხბურთელების მოყვანით უდიდესი საფეხბურთო პროექტი გახდეს. ესპანური სააგენტო Marca-ს ინფორმაციით, არაბები რონალდუსთან ერთად მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტნისა და ამჟამად პსჟ-ის მცველის, სერხიო რამოსის დამატებასაც ეცდებიან.

სააგენტოს ცნობით, რამოსს პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და „ალ-ნასრიც“ მის დამატებას ივლისში უფასოდ შეეცდება. თუმცა, მანამდე მთავარი პრიორიტეტი რონალდუს თემაა. Marca-ს მტკიცებით, საუდის არაბეთის ჩემპიონატში რონალდუს ტრანსფერის გაოფიციალურებას იანვრის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

მათივე თქმით, 37 წლის ფეხბურთელის გარემოცვა რიადში იმყოფებოდა და კლუბის ხელმძღვანელებთან ხელშეკრულების დეტალებს აგვარებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - რამოსმა ესპანელები გაამხნევა
„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - რამოსმა ესპანელები გაამხნევა