სიტი ლეაოს უმიზნებს - ქალაქელები მილანზე გაცილებით მეტს სთავაზობენ
„მანჩესტერ სიტი“ რაფაელ ლეაოს შეძენით ინტერესდება. TuttoMercatoWeb-ის ცნობით, „ქალაქელები“ „როსონერის“ პორტუგალიელ გარემარბს აკვირდებიან და მას საკმაოდ მიმზიდველ ანაზღაურებას სთავაზობენ, რაშიც მილანური კლუბი მათ კონკურენციას ვერ გაუწევს.
წყარო წერს, რომ „სიტი“ ლეაოს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს. ამ დროს „მილანი“ მას მაქსიმუმ 7 მილიონს გადაუხდის, მეტზე იტალიელები უარს აცხადებენ.
„სიტის“ წარმომადგენლები ამჟამად ლეაოს მამასთან კონტაქტზე არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ცნობილია, რომ ლეაოს „მილანთან“ კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება, კლუბში იმედი აქვთ, რომ პორტუგალიელთან კონტრაქტს გაახანგრძლივებენ, თუმცა თუ ასე არ მოხდა, „სიტის“ მისი შეძენა გაუმარტივდება.
ლეომ ამ სეზონში სერია A-ს 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა.