ოფიციალურად - დატრო ფოფანა ჩელსის ფეხბურთელია
სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და კლუბები ახალი ფეხბურთელების გადმოყვანაზე უკვე ზრუნავენ. გამონაკლისი არც „ჩელსი“ გახლავთ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად იწერებოდა, რომ ლონდონელები „მიოლდეს“ თავდამსხმელისთვის დავიდ დატრო ფოფანასთვის იბრძოდნენ.
დღეს კი „არისტოკრატების“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა და 20 წლის შემტევი პირველი იანვრიდან გრეჰემ პოტერისთვის შეუტევს. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ფოფანას საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს. კოტ-დ'ივუარელმა თავდამსხმელმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მეტიც, მას ახალ ერლინგ ჰოლანდსაც ეძახიან.
Chelsea FC has reached a pre-agreement with Molde FK for the transfer of David Datro Fofana. ????
— Chelsea FC (@ChelseaFC) December 28, 2022