კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბა რონალდუზე: მას საოცარი დისციპლინა აქვს, მსგავსი არასდროს მინახავს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგმამ Field of Stories-თან ინტერვიუს დროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მის ყოფილ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და აღფრთოვანება ვერ დამალა.

რა თქვა პოგმამ:

მას აქვს გასაოცარი დისციპლია, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს მინახავს. ის დანარჩენებისგან უბრალოდ სხვა დონეზეა.

ვხედავ, ნამდვილი პროფესიონალები როგორ მოდიან ვარჯიშებზე ადრე, გადიან აღდგენით პროცედურებს და ა. შ. მაგრამ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ აკეთებდა ამას ყოველ დღე, შეფერხებების გარეშე. დიახ, ყოველ დღე!

ხანდახან ფიქრობ, არაუშავს, მე მაინც კარგად ვარ. ის კი არცერთ დღეს არ აცდენს. ასეთი დისციპლინა რაღაც განსაკუთრებულია, რომელიც მხოლოდ მას აქვს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა და კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერთად 2022 წლის სეზონში თამაშობდნენ. 2022 წლის ზაფხულში პოგბა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ კი კლუბი მიმდინარე წლის ნოემბერში, პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფრანგებო, შეწყვიტეთ ტირილი“ - არგენტინელებმა საპასუხო პეტიცია შექმნეს
„ფრანგებო, შეწყვიტეთ ტირილი“ - არგენტინელებმა საპასუხო პეტიცია შექმნეს