ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

პორტუგალიას კონკურენტი გამოუჩნდა - ბრაზილიას მოურინიოს დანიშვნა სურს

ბრაზილიის ნაკრები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ტიტემ პოსტი დატოვა და „სელესაო“ მისი შემცვლელის პოვნაზე აქტიურად მუშაობს. სამხრეთ ამერიკელებს რამდენიმე სპეციალისტი უკვე დაუკავშირეს, რომელთა შორის კარლო ანჩელოტი და პეპ გუარდიოლაც იყვნენ, დღეს კი ახალი კანდიდატურა გაჟღერდა.

ცნობილი იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს ინფორმაციით, „სელესაოს“ ჟოზე მოურინიოს დანიშვნა სურს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენლები „მოუს“ გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ და აპირებენ, შუამავალი გაგზავნონ, რომლის მიზანიც მოურინიოს დარწმუნება იქნება.

ბრაზილიელებს ბევრი დრო არ აქვთ და სურთ, პასუხი იანვრის ბოლომდე მიიღონ. თუ ჟოზემ „სელესაოს“ უარი უთხრა, 5-გზის მსოფლიო ჩემპიონები ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვებიან. საინტერესოა, რომ მოურინიოს დანიშვნა პორტუგალიის ეროვნულ გუნდსაც სურს, რომელიც ფერნანდუ სანტუშის წასვლის შემდეგ, თავკაცის გარეშე იმყოფება.

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში „მოუს“ დაყოლიებით სერიოზულად არიან დაინტერესებული და „რომას“ თავკაცს უკვე დაუკავშირდნენ. პორტუგალიური მხარე მზადაა, მოურინიოს „ჯალოროსიში“ დარჩენისა და პარალელურად, ნაკრებში მუშაობის უფლება მისცეს. „რომას“ თავკაცს ეს პერსპექტივა ხიბლავს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ლევანდოვსკი საოცარ ფინალზე: ეს იმიტომ მოხდა, რომ მატჩი შუა სეზონში შედგა
    ლევანდოვსკი საოცარ ფინალზე: ეს იმიტომ მოხდა, რომ მატჩი შუა სეზონში შედგა