ვილიარეალი
Aa
Aa

უბედური შემთხვევა ესპანეთში - ვილიარეალის სტადიონზე ხელოსანი გარდაიცვალა

„ვილიარეალის“ სტადიონზე უბედური შემთხვევა მოხდა. ესპანური სააგენტო AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ესტადიო დე ლა სერამიცაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულების დროს ხელოსანი გარდაიცვალა.

ესპანური მედიის ცნობით, გარდაცვლილი სტადიონის გარეფასადის შეკეთების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა 60 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტრაგედიის შემდეგ „ვილიარეალმა“ განცხადებაც გაავრცელა, სადაც გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ინციდენტის გამო, კლუბმა ხუთშაბათს დაგეგმილი საშობაო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა „ვილიარეალის“ პრეზიდენტს და ფეხბურთელებს უნდა მიეღოთ, გააუქმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს ისტორია მთავრდება“ - ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
“ეს ისტორია მთავრდება“ - ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა