კატარი 2022, მაროკოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ღირსეული ჟესტი - პრემიებზე უარი თქვეს და ღარიბ ოჯახებს დაეხმარებიან

2022 წლის მუნდიალის მთავარი სენსაცია მაროკოს ნაკრები ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

ამჯერად, მაროკოელებმა სამაგალითო ჟესტი შემოგვთავაზეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგისთვის მიღებულ ფულად ბონუსზე უარი თქვეს. ფეხბურთელებმა თანხა ქველმოქმედებისთვის დათმეს.

მუნდიალზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ 25 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ თანხის ნაწილი ფეხბურთელებს ერგოთ.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ფეხბურთელებმა ამაზე უარი თქვეს და თანხას ღარიბ ოჯახებს მოახმარენ. თანხა მათ დასახმარებლად შესაბამის ფონდებში გადაირიცხება. ამ ნაბიჯით, მაროკოელმა ფეხბურთელებმა საზოგადოების მხრიდან სიმპათია კიდევ ერთხელ დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ ვალიდ რეგრაგის გუნდმა მუნდიალზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხორვატიას აჯობა და ბელგია ჩატოვა. მერვედფინალში ესპანეთს მოუგო, მეოთხედფინალში კი პორტუგალიას. საბოლოოდ, ნახევარფინალში საფრანგეთთან 0:2, მესამე ადგილისთვის მატჩში კი ხორვატიასთან 1:2 დათმეს და ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება
სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება