ვერონი: მბაპე მესისა და რონალდუს დონეზეა
მუნდიალის ფინალის შემდეგ, ხუან სებასტიან ვერონმა კილიან მბაპე მესისა და რონალდუს გაუტოლა.
„2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მინახავს! და ვფიქრობ, ბევრი ფიქრობს ასე. და ის ფაქტი, რომ კილიან მბაპემ ვერ მოიგო არაფერს ცვლის. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში გაიტანა - იგი მაინც გასაოცარია.
ფეხბურთი ზოგჯერ საოცარია და არაპროგნოზირებადია მრავალი ფაქტორის გამო.
თუ მბაპეს ნამდვილად სურს ეს და ეთანხმება ამას, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია ფეხბურთში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს მესის და რონალდუს წასვლის შემდეგ.
და დიახ, ის რონალდუსა და მესის დონის მოთამაშეა“.
- ამბობს ვერონი.
შეგახსენებთ, რომ მბაპემ 2 მუნდიალზე ითამაშა, ის ჯერ მხოლოდ 24 წლის არის და მის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალია. კილიანმა უკვე 12 გოლის გატანა მოასწრო.