პაულო დიბალა
Aa
Aa

„დიბუ მარტინესმა მითხრა, შუაში დამერტყა“ - დიბალამ პენალტების სერიაზე ისაუბრა

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ საფრანგეთთან გამართულ შეხვედრაზე და „ალბისელესტეს“ ტრიუმფზე ისაუბრა. დიბალამ პენალტების სერიისას განვითარებული მოვლენები გაიხსენა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„მკვდარი ვარ. ბოლო 3 დღის განმავლობაში 5 საათი გვეძინა, მაგრამ დაუვიწყარი მომენტები გამოვიარეთ. მთელი ცხოვრებაა, ამაზე ვოცნებობ. ასეთ საფეხბურთო ქვეყანაში დაბადებული თითოეული ჩვენგანი ამაზე ოცნებობდა და ამის შეგრძნება... ემოციების აღსაწერად სიტყვებს ვერ ვპოულობ.

როცა მწვრთნელმა მითხრა, რომ მოედანზე შევსულიყავი, მივხვდი, რომ ეს პენალტების გამო ხდებოდა. ამიტომ, ვცადე, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაც მარტივი ნამდვილად არაა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველდღე არ თამაშობ. როცა ჩემი ჯერი მოვიდა, დიბუს ველაპარაკე და მირჩია, შუაში დამერტყა. ვგეგმავდი, ბურთი ჩემგან მარჯვენა კუთხეში გამეშვა, მაგრამ მარტინესმა მითხრა, რომ ფრანგებს პენალტი გაფუჭებული ჰქონდათ და დიდი ალბათობით, ლორისი კუთხეს აირჩევდა“.

შეგახსენებთ, რომ სკალონის შეგირდებმა ფინალში წინა მუნდიალის გამარჯვებული საფრანგეთი დაამარცხეს. ძირითადი დრო ფრე 2:2 დასრულდა. გუნდებმა ერთმანეთს დამატებით დროში თითო გოლი გაუტანეს და საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ალბისელესტემ“ 4:2 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმამდეც შევამჩნიე, რომ თამაშს მოუკლო“ - იტალიელი მწვრთნელი კვარაზე
„ტრავმამდეც შევამჩნიე, რომ თამაშს მოუკლო“ - იტალიელი მწვრთნელი კვარაზე