არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ავტობუსს მოძრაობა შეუზღუდეს - ფეხბურთელები ვერტმფრენით გაიყვანეს

არგენტინის ნაკრებმა ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. დღეს, „ალბისელესტე“ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა და გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავდა.

ბუენოს აირესის ქუჩებში, არგენტინის ნაკრების ავტობუსი გადაადგილდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით დედაქალაქში 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. რა თქმა უნდა, ყველა გახარებული და ბედნიერია, მაგრამ ასეთმა აჟიოტაჟმა ფეხბურთელებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

როგორც გაირკვა, ავტობუსს გადაადგილება შეეზღუდა და წინ ვეღარ მიდიოდა. საჭირო გახდა სპეციალური ვერტმფრენების ჩარევა და ფეხბურთელები სწორედ ასე გაიყვანეს ბუენოს აირესიდან.

შეგახსენებთ, რომ სკალონის შეგირდებმა ფინალში წინა მუნდიალის გამარჯვებული საფრანგეთი დაამარცხეს. ძირითადი დრო ფრე 2:2 დასრულდა. გუნდებმა ერთმანეთს დამატებით დროში თითო გოლი გაუტანეს და საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც „ალბისელესტემ“ 4:2 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოლი: “ნაპოლი თუ ასე გააგრძელებს მინიმუმ 100 ქულას დააგროვებს“
პიოლი: “ნაპოლი თუ ასე გააგრძელებს მინიმუმ 100 ქულას დააგროვებს“