ზინედინ ზიდანი, საფრანგეთის ნაკრები, დიდიე დეშამი
Aa
Aa

L'equipe: ზიდანი გამოირიცხა, დეშამი საფრანგეთის ნაკრებში რჩება

კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ დიდიე დეშამი მუნდიალის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ იქნებოდა და მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებდა.

ნაჩვენები შედეგის გამო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია დეშამს ნდობას უცხადებს და სულ მალე კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. აქედან გამომდინარე, ევრო 2024-ზე „მამლებს“ სწორედ დიდიე უხელმძღვანელებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა L’equipe ავრცელებს.

აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ ზიდანის საფრანგეთში დანიშვნა, როგორც მინიმუმ 2024 წლამდე გადაიდო და მან ახალი სამუშაო უნდა ეძებოს. ასევე, ვრცელდებოდა ხმები, რომ ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენს“ ჩაიბარებდა, მაგრამ ახლა იქ კრისტოფერ გალტიე საკმაოდ ნაყოფიერად მოღვაწეობს და მისი მოხსნა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

L’equipe-ს ცნობით, ზინედინ ზიდანის ერთადერთი რეალური ვარიანტი ახლა ტურინის „იუვენტუსია“, თუმცა „ბებერი ქალბატონი“ ბიუროკრატიულ და სამართლებრივ პრობლემებშია და შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ სერია B-ში დაქვეითდეს. აქედან გამომდინარე, „ბიანკონერის“ ვარიანტმა შესაძლოა ზიზუ არ მოხიბლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია - კუნია პრემიერ ლიგაში მიდის
თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია - კუნია პრემიერ ლიგაში მიდის