დემიენ ლილარდი
Aa
Aa

დემიენ ლილარდმა პორტლენდის ისტორია დაწერა - მასზე მეტი ქულა არავის ჩაუგდია

დემიენ ლილარდი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. „დეიმ დოლამ“ ისტორიული შედეგი „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დააფიქსირა, რომელიც მისმა გუნდმა 121:123 დათმო.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა და 33 წამით ადრე, ლილარდმა საჯარიმო გამოიყენა და კარიერაში დაგროვებული ქულების გრაფაში 18 041 დააფიქსირა. დეიმმა ლეგენდარული კლაიდ დრექსლერი ჩამოიტოვა და „პორტლენდის“ მაისურით ჩაგდებული ქულებით ერთპიროვნული ლიდერია.

ლილარდმა მატჩი 28 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 მოხსნით დაასრულა. დემიენს ისტორიული საღამო „ოკლაჰომამ“ ბოლო წამებზე ჩაუშხამა. საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე, შეი გილჯეს-ალექსანდერმა 2-ქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს მოაგებინა. „ოქეისის“ ლიდერს 35 ქულა ჰქონდა, დორტმა და უილიამსმა კი 13-13 ქულა გააკეთეს.

ამრიგად, „პორტლენდს“ 17 მოგება და 14 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. „ტრეილ ბლეიზერსის“ მომდევნო მეტოქე ისევ „ოკლაჰომაა“, რომელსაც 13 მოგება და 18 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპის პრიორიტეტია - ლივერპულმა ამრაბატთან მოლაპარაკება დაიწყო
კლოპის პრიორიტეტია - ლივერპულმა ამრაბატთან მოლაპარაკება დაიწყო