კატარი 2022
Aa
Aa

„მაროკოელები მაიმუნებივით ზეიმობდნენ“ - ჟურნალისტი სკანდალში გაეხვა

დანიელი ჟურნალისტი კრისტიან ანდერსენი სკანდალში გაეხვა. მან მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები მაიმუნებს შეადარა. ანდერსენმა, რომელიც დანიური ტელევიზიის, TV 2-ის წამყვანია, გადაცემის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ მოედანზე ოჯახის წევრებთან ერთად მოზეიმე მაროკოლები მაიმუნების ოჯახებს ჰგვანან, რომლებიც ერთად არიან, რათა თბილად იყვნენ, რომ სითბო შეინარჩუნონ.

გადაცემის დროს კრისტიან ანდერსენმა ფოტოზე აღბეჭდილი მაიმუნების ფოტოც აჩვენა, რომელიც ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.

აღნიშნულ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოოდ, ტელევიზიის წარმომადგენელმა ანე სვანემ განაცხადა, რომ სინანულს გამოხატავენ და ბოდიშს იხდიან არაკორექტული და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო.

„ეს არასდროს ყოფილა ჩემი განზრახვა. ეს სიტყვები მცდარი და შეურაცხმყოფელია. მსურს, ბოდიში მოვიხადო“ - განაცხადა კრისტიან ანდერსენმა.

შეგახსენებთ, კატარის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე მაროკომ ბელგია დაამარცხა, 1/8-ფინალში ესპანეთს პენალტების სერიაში სძლია, 1/4-ფინალში პორტუგალია ენ-ნესირის გოლით დაამარცხა, ნახევარფინალში კი საფრანგეთთან დამარცხდა. საბოლოოდ, რეგრაგის გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, ხორვატიამ 2:1 სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო - ქომაგები ამბობენ, რომ მტკიცებულება აქვთ
მესის მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო - ქომაგები ამბობენ, რომ მტკიცებულება აქვთ