ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი მოძრაობების წაკითხვა შეუძლებელია“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Sky Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და „ნაპოლის“ ამხანაგურ შეხვედრებში რეგულარულად თამაშობს.

„კვარაცხელია სეზონის პირვველი ნახევრის ვარსკვლავი იყო. გოლებით, საგოლე პასებითა და დრიბლინგით სახელი იტალიასა და მთელ ევროპაში გაითქვა.

პაუზამ მასზე ძალიან კარგად იმოქმედა, კარგად ვარჯიშობს და ამის ჩვენების შანსი აქვს. თამაშის დიდებული მგრძნობელობა ახასიათებს, მაგრამ ცხადია, რომ მის გამორჩეულ მომენტებს, მის საუკეთესო თვისებებს მაშინ ვხედავთ, როცა მეტოქეზე მიდის, ერთი-ერთზე თამაშობს. მისი გადაადგილებების, მოძრაობებისა და ტრაექტორიების წაკითხვა შეუძლებელია“.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია ა-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.

ბრიტანული „თაიმსის“ ცნობით, „ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას გეგმავს, ხოლო იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს პერიოდში ნეაპოლური კლუბი ქართველ ტალანტთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური პრესა: 50-დღიანი პაუზის შემდეგ გენიოსი მარადონაზე ბრუნდება
იტალიური პრესა: 50-დღიანი პაუზის შემდეგ გენიოსი მარადონაზე ბრუნდება