ენდრიკი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - ენდრიკი რეალში ითამაშებს

ენდრიკი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

წყაროს ცნობით, „რეალმა" და „პალმეირასმა" 16 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველა დოკუმენტი გაფორმდა.

ბრაზილიელი მადრიდულ კლუბს 2024 წელს შეუერთდება. კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი და შესაძლებელია კიდევ 3 წლით გახანგრძლივდეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები ფეხბურთელისთვის 60 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ: 35 - დაუყოვნებლივ, დამატებით 25-ს კი ბონუსების სახით.

ენდრიკის ხელფასი წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება.

2022 წელს ენდრიკმა ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრაგედია და უმძიმესი კადრები - რა მოხდა საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩის შემდეგ
ტრაგედია და უმძიმესი კადრები - რა მოხდა საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩის შემდეგ