ხვიჩა კვარაცხელია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ზლატანი: „ვინაა, ვინც მოედანზე ჩემს ენაზე ლაპარაკობს? ხვიჩა!“

„მილანის“ ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Sky Sport Italia-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შვედმა თავდამსხმელმა „ნაპოლიზე“, სკუდეტოს მოგების მთავარ კანდიდატებზე, დაბრუნების თარიღზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მოედანზე დაბრუნების თარიღი

„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში დავბრუნდებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდება. ამ ეტაპისთვის, კონკრეტული თარიღი ან მიზანი არ არსებობს. როცა თავს კარგად ვიგრძნობ და მზად ვიქნები, დავბრუნდები. მთავარია, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს ზედმიწევნით ვდგამ და მინდა, კარგ ფორმაში დავბრუნდე. ჩემი მიზანია, რომ ზლატანს სათამაშო დრო წარსულის გამო არ მიეცეს. მსურს, გუნდს სასურველი შედეგების დაფიქსირებაში დავეხმარო და თუ სხვანაირად მოხდა, მირჩევნია, სათადარიგოთა სკამზე ან ტრიბუნებზე ვიყო“.

ელოდა თუ არა ასეთ ძლიერ ნაპოლის

„დიახ! ნაპოლი ძლიერი გუნდი ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტი გატუზოს ეკავა და სპალეტის მისვლის შემდეგ, იგივე გაგრძელდა. როცა გუნდი დიდი ხანია ერთადაა, იზრდება და ვითარდება. ახლა ნაპოლის თითოეული ფეხბურთელი ბედნიერია და ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა“.

სკუდეტოს ფავორიტები. არიან სხვები თუ მარტო მილანი და ნაპოლია?

„ჩემი აზრით, იუვენტუსი დაბრუნდება და ინტერიც უნდა გამოვარჩიოთ. ვფიქრობ, სკუდეტოს გამარჯვებულის ბედს გუნდის ხარისხი კი არა, ფეხბურთელთა სათამაშო კონდიციები გადაწყვეტს“.

არის სერია A-ში ვინმე, ვინც მოედანზე მის მსგავს ენაზე საუბრობს?

„კვარაცხელია კარგად გამოიყურება და ამრაბატიც მომწონს. იგი ძალიან ძლიერია, სხვების ვინაობა კი ყველასთვის ცნობილია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წელის პრობლემები ჰქონდა და მოედანს რამდენიმე დღის წინ, „ანტალიასპორთან“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაუბრუნდა. „კვარამ“ გუშინწინაც ითამაშა და „კრისტალ პალასთან“ დაპირისპირებაში მინდორზე 1 ტაიმი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატები - ხვიჩა ტოპ 10-შია
2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატები - ხვიჩა ტოპ 10-შია