მოდრიჩი: „მესის შეჩერება მარტივი არ იქნება, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ“
ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა არგენტინასთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. „რეალის“ სუპერვარსკვლავმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერს გააკეთებს და დასძინა, რომ ლიონელ მესის შეჩერება მარტივი არ იქნება.
„ნახევარფინალში, შესანიშნავი ნაკრების წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი. მთელი ყურადღება დიდ ქვეყნებზეა გადატანილი, ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ და სერიოზულად არ აღგვიქვამდნენ, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს. იყვნენ სხვები ფავორიტები, ჩვენ ჩრდილში დავრჩებით და მიზნის მიღწევას შევეცდებით.
რა თქმა უნდა, ლიონელ მესი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ არგენტინა მხოლოდ მესი არაა. ლეო მათი საუკეთესო მოთამაშეა და მისი შეჩერება მარტივი არ იქნება, მაგრამ მზად ვართ და მაქსიმუმს გავიღებთ. ბუნებრივია, გვინდა, მატჩები ძირითად დროში დასრულდეს და პენალტებამდე საქმე არ მივიდეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფრისთვის მზად ვართ. ხორვატიის ნაკრებსა და რეალს ერთნაირი დნმ აქვთ, რადგან ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და არასდროს ვნებდებით“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს