გიორგი შერმადინი, ტენერიფე, ბადალონა
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა - ტენერიფეს მეორე მარცხი ACB ლიგაში

ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „ბადალონას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 69:78 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ვიდორეტას გუნდი სეზონში მეორედ დამარცხდა.

სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელსაც სუსტი მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 26 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში ვეტერანმა მოთამაშემ 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო ელჯაინ ქუკი იყო, რომელმაც არასრულ 25 წუთში თორმეტ ქულას, 4 მოხსნას და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩში, ყველაზე კარგი სტატისტიკით მასპინძელთა კალათბურთელი ანდრეს ფელიზი გამოირჩა. 25 წუთი, 17 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი.

შეგახსენებთ, რომ „ტენერიფეს“ ამ მომენტისთვის 18 ქულა აქვს და კვლავ გათამაშების ლიდერად რჩება, თუმცა „ბარსელონას“ და „რეალს“, რომლებსაც 16-16 ქულა აქვთ, ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

შემდეგ ტურში, ვიდორეტას შეგირდები მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები