მესი ნეიმარის წასვლას გამოეხმაურა
Aa
Aa

მესი ნეიმარის წასვლას გამოეხმაურა

ლიონელ მესი ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლას "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა და ვიდეოსთან ერთად შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.

"ამ წლების მანძილზე ნეიმართან ერთად თამაში უდიდესი სიამოვნება იყო. 

მინდა წარმატება გისურვო შენი ცხოვრების ახალ ეტაპზე". - დაწერა მესიმ "ინსტაგრამზე".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსაში" 2013 წელს გადავიდა და მასთან ერთად 2-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, "ჩემპიონთა ლიგა" და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები