ნიდერლანდები
Aa
Aa

ვან გაალი: “ჩვენ ბრაზილიაზე ლამაზად გავიმარჯვეთ“

როგორც მოგეხსენებათ, ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის, ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ისვენებენ.

მიუხედავად ამისა, კატარში ჟურნალისტებმა 71 წლის სპეციალისტს მაინც მიაგნეს და რამდენიმე კითხვა დაუსვეს. საუბარი ძირითადად ბრაზილიის ნაკრების გარშემო განვითარდა.

რა თქვა ვან გაალმა?

„დიახ, ბრაზილიის თამაშს ვუყურე. ეს კონტრ-შეტევის გუნდია, მაგრამ შემდეგ ნიდერლანდურ მედიაში წავიკითხე, რომ მათ ყველაფერი ლამაზად გააკეთეს. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ბრაზილია მხოლოდ კონტრ-შეტევის გუნდია. სამხრეთ კორეა მოედანზე მხოლოდ შეტევისთვის გამოვიდა და ამის გამო დაისაჯა.

ამერიკასთან ჩვენი გამარჯვება გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე ბრაზილიის. ჩვენ გუნდურად ვთამაშობდით და ზედიზედ 20 პასს მაღალ ტემპში ვაკეთებდით. რაც შეეხება არგენტინასთან მატჩს, მესი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი ეტოოს გარშემო - ნაცემმა ქომაგმა განცხადება გააკეთა
სკანდალი ეტოოს გარშემო - ნაცემმა ქომაგმა განცხადება გააკეთა