სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის კარგი მატჩი NBA-ში - 8 ქულა და მნიშვნელოვანი სამიანი

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი, „მილუოკი ბაქსი“ გამთენიისას ამავე კონფერენციის აუტსაიდერს, „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა მიმდინარე რეგულარულში მე-17 გამარჯვება მოიპოვა და მეტოქეს 109:102 სძლია.

ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. „მამუმ“ პარკეტზე 23 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და ამ დროში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა 5-დან 3 ბურთი ჩააგდო და 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. სანდრომ ერთ-ერთი სამიანი შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მიითვალა, „მილუოკის“ უპირატესობა 9 ქულამდე აიყვანა და „ბაქსს“ სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია.

„მილუოკის“ მხრიდან საუკეთესო კვლავინდებურად იანის ანტეტოკოუნმპო იყო. ამ უკანასკნელმა 33 წუთში, 34 ქულა, 13 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ბობი პორტისს 18 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ჯრუ ჰოლიდეის კი სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - 17 ქულა, 8 მოხსნა, 10 ასისტი.

ცნობისთვის, „მილუოკის“ 17 მოგება და 6 მარცხი აქვს. „ბაქსის“ მომდევნო შეხვედრა 8 დეკემბერსაა ჩანიშნული და სანდრო და კომპანია „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 მოგერიება და 3 მეკარე - ისტორიული და საინტერესო ფაქტები ხორვატიის მატჩიდან
3 მოგერიება და 3 მეკარე - ისტორიული და საინტერესო ფაქტები ხორვატიის მატჩიდან