ნეიმარი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

„ტრავმის შემდეგ მთელი ღამე ვტიროდი, მეგონა ვეღარ ვითამაშებდი“ - ნეიმარი

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრები სამხ. კორეის ეროვნულ გუნდს შეხვდა და ბრწყინვალე პერფომანსის ხარჯზე დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.

ტიტეს გუნდმა მეტოქის კარში ოთხი გოლი გაიტანა, საპასუხოდ კი 1 ბურთი მიიღო. საგულისხმოა, რომ ბრაზილიელებმა ოთხივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გაიტანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „სელესაოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარმა განვილი მატჩი შეაფასა. საგულისხმოა, რომ 30 წლის ფეხბურთელი პირველ ტურში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანზე პირველად გამოჩნდა და სამხ. კორეის კარში გოლიც გაიტანა.

რა თქვა ნეიმარმა:

როდესაც ტრავმა მივიღე ძალიან შემეშინდა. მთელი სეზონი ძალიან ბევრს ვშრომობდი და მუნდიალს კარგ ფორმაში შევხვდი. ასეთი სიმძიმის ტრავმის მიღების შემდეგ მალე დაბრუნება ძალიან რთულია. შეხვედრის შემდეგ მთელი ღამე ვტიროდი... მეგონა ვეღარ ვითამაშებდი. ჩემს ოჯახს სჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა და დავბრუნდებოდი. ეს ძალისხმევა ამად ნამდვილად ღირდა.

დღევანდელ თამაშში კოჭის არეში ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ძალიან კარგი სპექტაკლი გამოგვივიდა, ძალიან მომეწონა დღევანდელი თამაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ეს ის არ ყოფილა, რაც მინდოდა. კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ გუნდთან ერთად გაზრდას გავაგრძელებ. დღევანდელ თამაშში მთავარი მომენტი გუნდურობა იყო.

რა თქმა უნდა, გვინდა მაქსიმალურად შორს წავიდეთ. ტიტულზე ვოცნებობთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. დღეს მეოთხე თამაში იყო და კიდევ 3 დაგვრჩა ჩასატარებელი. ამისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ და ყველა ამ ტიტულის მოპოვებაზე ვართ ორიენტირებულნი.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება. მატჩი 9 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი: “ცეკვა ფინალამდე შეგვიძლია“
ვინისიუსი: “ცეკვა ფინალამდე შეგვიძლია“