გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

21 წუთი და 12 ქულა - ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში

NBA-ს G ლიგის მორიგ ტურში „სქაიჰოუქსი“ საკუთარ კედლებში „რეპორტსს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 125:121 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირება იმით იწვევდა ინტერესს, რომ მასპინძელთა გუნდში გიორგი ბეჟანიშვილი ირიცხება, რომელმაც „რეპორტსის“ წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 21 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ბეჟანიშვილმა 12 ქულას, 4 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

გიორგიმ სამი 2-ქულიანი ისროლა და სამივე ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი საჯარიმო ტყორცნაზე 5-ჯერ დადგა და 4-ჯერ ზუსტად ისროლა. შეგახსენებთ, რომ G ლიგაში საჯარიმო სროლა, ჯარიმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე ხანდახან 2 ქულად ითვლება და დღეს 3-ჯერ სწორედ ასეთი შემთხვევა იყო.

ცნობისთვის, „სქაიჰოუქსი“ 11 ტურის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. 7 მოგება და 4 წაგება - ასეთია ქართველი კალათბურთელის გუნდის შედეგები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ევროპაში საუკეთესოა“ - სოსამ ხვიჩაზე ისაუბრა
„კვარაცხელია ევროპაში საუკეთესოა“ - სოსამ ხვიჩაზე ისაუბრა