ლიონელ მესი, არგენტინა
Aa
Aa

“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“ - მესი ავსტრალიის დამარცხების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. „ალბისელესტეს“ მხრიდან თავი ლეო მესიმ და ხულიან ალვარესმა გამოიჩინეს. ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ენცო ფერნანდესმა ჩაჭრა.

აღსანიშნავია, რომ ლეოსთვის ეს კარიერის მე-1000 მატჩი იყო და გარკვეულწილად სიმბოლური აღმოჩნდა, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად გაიტანა გოლი. მატჩის დასრულების შემდეგ, „ალბისელესტეს“ კაპიტანმა ლეო მესიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მესიმ?

„გაშვებულმა გოლმა სიტუაცია გაართულა. მატჩს მთლიანად ვაკონტროლებდით, მაგრამ თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ დავსჯილიყავით. მათ სხვაობა შეამცირეს და ეს ნორმალურია. ბოლო წუთებში ავსტრალიამ ჩვენი კარის მიმართულებით რამდენჯერმე დაარტყა. ეიმილიანომ გადაგვარჩინა! ჩვენ ყველაფერი ისევ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და მორიგი სირთულე ახლოვდება.“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელმაც აშშ-ს 3:1 მოუგო. ამ გუნდების მატჩი 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიცოცხლის ბოლომდე - პელე პალიატიურ მკურნალობაზე იქნება
სიცოცხლის ბოლომდე - პელე პალიატიურ მკურნალობაზე იქნება