პელე
Aa
Aa

რესპირატორული ინფექცია აქვს - როგორია პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე საავადმყოფოში რჩება. რამდენიმე წუთის წინ, ბრაზილიურ პრესაში ექიმების განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ პელეს რესპირატორული ინფექცია აქვს, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება.

„სამედიცინო ჯგუფმა რესპირატორული ინფექციის დიაგნოზი დასვა, რომელსაც ანტიბიოტიკებით ვმკურნალობთ. პაციენტის ორგანიზმს მკურნალობაზე სათანადო რეაქცია ჰქონდა და იგი ჩვეულებრივ ოთახში იმყოფება და არა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. იგი საავადმყოფოში უახლოესი დღეების განმავლობაში დარჩება და მკურნალობა გაგრძელდება“, - ნათქვამია სამედიცინო შტაბის განცხადებაში.

საინტერესოა, რომ ახლახან, განცხადება პელემაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. ბრაზილიელი ლეგენდის თქმით, მას საავადმყოფოში რუტინული ვიზიტი აქვს და სერიოზული არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განელი ფეხბურთელი: „თუ ჩვენ ვერ გავდიოდით, ურუგვაიც ვერ უნდა გასულიყო“
განელი ფეხბურთელი: „თუ ჩვენ ვერ გავდიოდით, ურუგვაიც ვერ უნდა გასულიყო“