განელი ფეხბურთელი: „თუ ჩვენ ვერ გავდიოდით, ურუგვაიც ვერ უნდა გასულიყო“
Aa
Aa

განელი ფეხბურთელი: „თუ ჩვენ ვერ გავდიოდით, ურუგვაიც ვერ უნდა გასულიყო“

განის ნაკრების ფეხბურთელმა, დენიელ ამარტიმ ურუგვაისთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. „შავი ვარსკვლავების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არ დამალა, რომ არ უნდოდა, „ლა სელესტე“ მომდევნო ეტაპზე გასულიყო და ამის შესახებ თანაგუნდელებსაც განუცხადა.

„ამ წუთისთვის, ნაკრებში აღარ არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც 2010 წელს, სუარესის წინააღმდეგ ითამაშეს. ჩვენ ახალი თაობა გვყავს. ამ თამაშზე ვიყავით ორიენტირებული და გამარჯვება გვინდოდა, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რომ ურუგვაის გოლი სჭირდებოდა, რათა მომდევნო ეტაპზე გასულიყო.

იმ მომენტში, ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი: „დიახ, გოლი გვჭირდება, მაგრამ ისინიც იგივე მდგომარეობაში არიან. ამიტომ, დაცვაში ვითამაშოთ. თუ პლეიოფში ვერ გავალთ, დაე, ისინიც ვერ გავიდნენ“. იყო თუ არა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა!“

შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრებმა განას 2:0 სძლია, თუმცა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, რადგან სამხრეთ კორეამ პორტუგალიას მოუგო. მატჩის შემდეგ, „ლა სელესტეს“ ქომაგები მსაჯობით უკმაყოფილო იყო და განაცხადეს, რომ მათ გუნდს მინიმუმ ერთი 100-პროცენტიანი პენალტი არ დაუდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა