კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

გოლს რონალდუს ჩაუთვლიან? - ფიფა მომენტის გადახედვას აპირებს

პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებების მატჩის პირველმა გოლმა უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. „ლა სელესტეს“ კარში შეგდებული ბურთი თავდაპირველად კრიშტიანუ რონალდუს ჩაეთვალა, თუმცა მოგვიანებით, მის ავტორად ბრუნო ფერნანდეში დასახელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს სჯერა, რომ გოლი მან გაიტანა და მატჩის შემდეგ განაცხადა კიდეც, რომ ბურთს შეეხო. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კრიშტიანუს პოზიციას იზიარებს და აპირებს, ფიფას მტკიცებულება წარუდგინოს, რომ ურუგვაის კარი მართლაც მან აიღო.

პორტუგალიური გამოცემის, O Jogo-ს ცნობით, არის შანსი, აღნიშნული გოლი ისევ რონალდუს ჩაუთვალონ. როგორც ირკვევა, ფიფას ტექნიკური კომისია აპირებს, გოლის მომენტს გადახედოს, დეტალურად გაანალიზოს და გაიგოს, ურუგვაის კარი ვინ აიღო.

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ პორტუგალია H ჯგუფის სატურნირო ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო ეტაპზე თამაშიც განაღდებული აქვს. მეორე პოზიციაზე 3 ქულით განას ნაკრები იმყოფება, მესამე-მეოთხე ადგილებს კი სამხრეთ კორეისა და ურუგვაის ნაკრებები თითო-თითო ქულით ინაწილებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წამებითა და ციხით დაემუქრნენ - ირანის ნაკრებსა და ქომაგებს უთვალთვალებენ
წამებითა და ციხით დაემუქრნენ - ირანის ნაკრებსა და ქომაგებს უთვალთვალებენ