სუპერლიგა, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

ალ-ხელაიფი: სუპერლიგის შემქმნელები მეცოდებიან, მათ ფეხბურთი არ ესმით

პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ Marca-სთან სუპერლიგის შექმნის იდეაზე ისაუბრა და პროექტის ორგანიზატორები გააკრიტიკა.

რა თქვა ალ-ხელაიფიმ:

სიმართლე გითხრათ, სუპერლიგის შემქმნელები მეცოდებიან, რადგან რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ მათ საერთოდ არ ესმით ფეხბურთი და მთლიანად მისი ეკოსისტემა.

ფეხბურთი არა ლეგალური, არამედ სოციალური სპორტის სახეობაა. როდესაც სუპერლიგის განხორციელება დაიწყეს, გულშემატკივრები ქუჩებში გამოვიდნენ და გააპროტესტეს, ისინი არ ყვიროდნენ ამ პროექტის კანონიერებაზე, პირიქით.

ფეხბურთი არის კავშირი გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის, ისევე როგორც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის, ასევე ქომაგებსა და სხვა მრავალ საზოგადოებას შორის. ამის შეცვლა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის იდეა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, „ბარსელონას“ მფლობელ, ჟოან ლაპორტასა და „იუვენტუსის“ ახლა უკვე ყოფილ პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის ეკუთვნის. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელმა ტურინული კლუბის მფლობელის თანამდებობა გუშინ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელაიფი: უცნაურია - რეალმა ლიგა დამსახურებულად მოიგო, მაგრამ მათ ამ ტურნირზე თამაში არ სურთ
ხელაიფი: უცნაურია - რეალმა ლიგა დამსახურებულად მოიგო, მაგრამ მათ ამ ტურნირზე თამაში არ სურთ