პორტუგალია, ფეერნანდუ სანტუში
Aa
Aa

“გაუმჯობესება გვჭირდება“ - სანტუში ურუგვაის დამარცხების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, პორტუგალიის ნაკრებმა ურუგვაი ბრუნო ფერნანდეშის დუბლის წყალობით დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფერნანდუ სანტუშმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სანტუშმა?

„ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, მაგრამ გაუმჯობესება აუცილებლად გვჭირდება. რიგ ეპიზოდებში ეფექტურები არ ვიყავით. საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. როდესაც გარკვეულწილად მაღალ დონეზე ავდივართ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. წარმატება მშვიდად უნდა მივიღოთ.

ეს სრულიად დამსახურებული გამარჯვება იყო. გუნდმა ჩემი დავალება მთლიანად შეასრულა. რაც შეეხება ურუგვაის, მათ 1-2 კარგი მომენტი ჰქონდათ. პირველი ეტაპი დასრულდა, ჯგუფიდან გავედი. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე მოგახსენეთ გაუმჯობესებისთვის მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.“

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ პორტუგალიას 6 ქულა აქვს და შემდეგ ეტაპზე თამაში ოფიციალურად გაინაღდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ფერნანდუ სანტუშის შეგირდები სამხრეთ კორეას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 2 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიტე: “შვეიცარიას ევროპაში ყველაზე ძლიერი დაცვა ჰყავს“
ტიტე: “შვეიცარიას ევროპაში ყველაზე ძლიერი დაცვა ჰყავს“