აგუერომ კანელოს უპასუხა: „მესი მაისურს შემთხვევით ეხება“
Aa Aa
28 ნოემბერი 2022  |  14:31

აგუერომ კანელოს უპასუხა: „მესი მაისურს შემთხვევით ეხება“

არგენტინელი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო კანელო ალვარესის განცხადებას გამოეხმაურა. ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე ლიონელ მესის დაემუქრა და განაცხადა, რომ მან მექსიკის ნაკრების მაისურით საკუთარი გასახდელი მოწმინდა. აგუერომ კანელოს უპასუხა და აღნიშნა, რომ მესის ქმედება შემთხვევითობა იყო.

„ბატონო კანელო, გასამართლებელ მიზეზს არ ვეძებ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ, საფეხბურთო გასახდელებში რა ხდება. მატჩების შემდეგ, მაისურები ყოველთვის იატაკზე ყრია, რადგან ისინი ოფლით არიან გაჟღენთილი. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, გამოჩნდება, რომ მესი ბუცს იხდის და მაისურს შემთხვევით ეხება“.

რა თქვა კანელომ

„ნახეთ, ჩვენი დროშითა და ნაკრების მაისურით მესიმ იატაკი რომ მოწმინდა? ურჩევნია ილოცოს, რომ არ ვიპოვო. როგორც მე ვცემ პატივს არგენტინას, ისე უნდა სცეს მან მექსიკას პატივი. მთელ არგენტინაზე არ ვლაპარაკობ, საუბარი მაქვს იმ სისულელეზე, რაც მესიმ გააკეთა. მაისური ძირს ეგდო და ეს უკვე უპატივცემულობაა“, - დაწერა „ტვიტერზე“ კანელომ.

საინტერესოა, რომ კანელოს პოსტმა როგორც არგენტინელების, ისე მექსიკელების გაკვირვება გამოიწვია. არგენტინელი გულშემატკივრების თქმით, „ლა პულგა“ ბუცებს იხდიდა და მაისურისთვის ფეხის მირტყმა არა წინასწარ განზრახული, არამედ ბუნებრივი მოქმედება გახლდათ, მექსიკელმა ქომაგებმა კი დასძინეს, რომ ლეო ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი ადამიანია და არასდროს არავინ დაუმცირებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: „ხვიჩამ ვარჯიში განაახლა და თერაპიის კურსს აგრძელებს“
Corriere dello Sport: „ხვიჩამ ვარჯიში განაახლა და თერაპიის კურსს აგრძელებს“