გოგა ბითაძე, კავაი ლეონარდი, პოლ ჯორჯი, ივიცა ზუბაცი, ლუკ კენარდი, რობერტ კოვინგტონი, ნორმან პაუელი
Aa
Aa

გოგას ჩატენვა და 5 ქულა - ბითაძის ინდიანამ კლიპერსთან წააგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე რეგულარულში მერვედ წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ „კლიპერსმა“ პოლ ჯორჯის, კავაი ლეონარდის, რობერტ კოვინგტონისა და ლუკ კენარდის გარეშე ითამაშა, „ინდიანა“ მაინც დამარცხდა - 100:114.

სამწუხაროდ, გოგას ბევრი სათამაშო დრო არც ამ შეხვედრაში მიეცა და ბითაძემ პარკეტზე თითქმის რვა წუთი გაატარა. ქართველი ცენტრი პროდუქტიული იყო და 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. გოგამ 2-დან 2 ბურთი ჩააგდო, 1 დაკარგვა ჰქონდა და მეტოქეზე 4-ჯერ დაჯარიმდა. ცნობისთვის, დღეს სანდრო მამუკელაშვილმაც ითამაშა და 2 მოხსნას დასჯერდა.

„ინდიანამ“ „კლიპერსის“ ცენტრი, ივიცა ზუბაცი ვერ გააჩერა. ამ უკანასკნელს კარიერის თამაში ჰქონდა და 31 ქულა, 29 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება გააკეთა. ნორმან პაუელის ანგარიშზე 19 ქულა იყო, ხოლო ტერენს მანმა 14 ქულა ჩააგდო. „პეისერსის“ მხრიდან ჯეილენ სმიტი გამოირჩა - 23 ქულა, 9 მოხსნა. ტაირიზ ჰალიბერტონმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 15 ქულა, 11 ასისტი, ტი ჯეი მაკკონელმა კი თავი 14 ქულასა და 5 პასს მოუყარა. 


„პეისერსს“ 11 მოგება და 8 წაგება აქვს და აღმოსავლეთ  კონფერენციაში მე-4 გახლავთ. „ინდიანას“ მომდევნო მეტოქე „ლოს ანჯელეს ლეიკერსია“, რომელსაც 29 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰიმნი შეასრულა და შეცვალეს - უცნაური შემთხვევა მუნდიალზე
ჰიმნი შეასრულა და შეცვალეს - უცნაური შემთხვევა მუნდიალზე