Sport:
Aa
Aa

Sport: "ლივერპულმა" კოუტინიოს ფასი დაადო!

კატალონიური Sport-ის ცნობით, "ლივერპულმა" ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნების იმედი დაკარგა და ახლა ეცდება, რომ ის რაც შეიძლება სარფიანად გაყიდოს.

გამოცემის თქმით, მერსისაიდელები თავიანთ ბრაზილიელ ლიდერს 133 მილიონ ევროდ აფასებენ და თუკი "ბარსელონას" მისი შეძენა სურს, სწორედ ამ თანხის გაღება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიოსთან "ბარსას" კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და ერთადერთ ბარიერად სწორედ "ლივერთან" ფასზე მოლაპარაკება რჩება.

დღეს დილით ბრიტანულმა skysports-მა დაწერა, რომ ლონდონში მყოფი კატალონიელთა წარმომადგენლები კარგად მუშაობენ და უკვე თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ სატრანსფერო მოლაპარაკებებს წარმატებით დახურავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები