საუდის არაბეთი, ალ შაჰრანი
Aa
Aa

ყბა მოტყდა და რამდენიმე ძვალი ჩაემსხვრა - ალ შაჰრანის მდგომარეობა მძიმეა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საუდის არაბეთმა სენსაციურად დაამარცხა არგენტინის ნაკრები. რა თქმა უნდა, გამარჯვება ძალიან სასიხარულოა, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში, მეკარე ალ ოვაისი ბურთზე ბრძოლისას მცველ ალ შაჰრანის მუხლით სახეში დაეჯახა. შეჯახება იმდენად მტკივნეული იყო, რომ ალ შაჰრანი გაითიშა და მედიკოსების ჩარევა გახდა საჭირო.

კადრებშიც კარგად ჩანს, თუ რა სიმძიმის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. დღეს, სპორტულ მედიაში არაბი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაიწერა.

30 წლის უკანახაზელს, ყბა მოტყდა და სახეზე რამდენიმე ძვალი ჩაემსხვრა. საუდის არაბეთის პრინცის და ნაკრების მედიკოსთა შტაბის გადაწყვეტილებით, ალ შაჰრანი ოპერაციის გასაკეთებლად გერმანიაში გაუშვეს. მისთვის მუნდიალი დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული დატვირთვით ივარჯიშა - კეინს პრობლემა არ აქვს
სრული დატვირთვით ივარჯიშა - კეინს პრობლემა არ აქვს