ბორჯღალოსნები, ექვსი ერი
Aa
Aa

საქართველოს ახალ ზელანდიასთან თამაში სურს - Onrugby-ს სტატია ბორჯღალოსნებზე

იტალიური Onrugby „ბორჯღალოსნების“ ისტორიულ გამარჯვებებზე წერს, ლვან მაისაშვილის გუნდმა მიმდინარე წელს ექვსი ერის ორი ნაკრები, იტალია და უელსი დაამარცხა. საქართველოს ამბიციები გაიზარდა და საქართველოს რაგბის კავშირის მიზანი იმ გზაზე წარმატებული სვლაა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებს 6 ერის დონის ნაკრებად აქცევს.

Onrugby: „2023 წლის მსოფლიოს თასის დაწყებამდე საქართველოს ტესტ მატჩის გამართვა ახალ ზელანდიასთან სურს. 2 თვის წინ, მსოფლიო რაგბის დელეგაცია საქართველოს ესტუმრა, სადაც 6-კაციანი საკონსულტაციო ჯგუფი შეხვდა. აღნიშნულ 6-კაციან შემადგელობაში მამუკა გორგოძეც ფიგურირებდა“.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრები ამით არ დასრულებულა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის სურვილია, რომ ინგლისის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანს, ბილ სვინისთან შეხვედრა დაიგეგმოს.

სოსო ტყემალაძე: „მსურს, მისი რჩევები მოვისმინო. ამ მომენტში ინგლისის ელიტარულ სარაგბო ჩემპიონატში მხოლოდ 1 მოთამაშე გვყავს, ინგლისურ კლუბებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება გვსურს. „ლელო-სარასენსს“ ინგლისურ „სარასენსთან“ მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა, თუმცა საკადრო ცვლილებების შემდეგ ეს კონტაქტები გაქრა. ჩემი სურვილია,  კავშირი აღდგეს, ამ თემაზე ბილთან საუბარი მსურს“.

სოსო ტყემალაძემ ექვსი ერში შესაძლო მოხვედრაზეც ისაუბრა: „ერთი ან ორი ხმაურიანი გამარჯვება ვერაფერს შეცვლის, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ჩასატარებელი. თუ 6 ერის კარი გაიღება, ჩვენ მზად ვართ. მხოლოდ სუფთა სპორტული კუთხე საკმარისი არაა, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული კუთხით პროგრესია საჭირო“.

ტყემალაძემ სამხრეთ აფრიკის ექვსი ერში შესვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

„თუ სამხრეთ აფრიკას ექვსი ერში მიიწვევენ, ჩვენი მხრიდან რეაქცია ნამდვილად მოჰყვება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე რეიტინგის მე-8 ნომერია
რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე რეიტინგის მე-8 ნომერია