გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში - 10 ქულა და საუკეთესო შედეგი

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში კარგი მატჩი ჩაატარა. გამთენიისას, მისი „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ „უესტჩესტერს“ დაუპირისპირდა და 110:108 იმარჯვა, რაშიც ბეჟანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 22 წუთი გაატარა. ამ დროში, მან 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ახალგაზრდა ცენტრმა 5-დან 4 ბურთი ჩააგდო და +/- გრაფაში +13 დააფიქსირა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო.

ცნობისთვის, „სქაიჰოუქსს“ ჯარეტ კალვერმა ულიდერა, რომელსაც 19 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა. ტაირიზ მარტინმა 18 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. არმონი ბრუქსმა და ბრენდონ უილიამსმა 14-14 ქულა გაიფორმეს, ხოლო კრის სილვამ 13 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა.

გეტყვით იმასაც, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს გამართავს და „ქეფითალ სითი გოუ გოუს“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 00:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე რეიტინგის მე-8 ნომერია
რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე რეიტინგის მე-8 ნომერია