კრიშტიანუ რონალდუ, დიეგო მარადონა, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი: მარადონას ვიდეოებს ვუყურებ, მაგრამ მესი უკეთესია - რონალდუ მხოლოდ ბომბარდირია

უეინ რუნი მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ბრიტანულ The Times-ს ესაუბრა და ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ინგლისელმა დაასაბუთა, თუ რატომ თვლის ასე.

- თუ არგენტინა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, ეს იქნება მესის თასების ბოლო ნაწილი. განამტკიცებს თუ არა ეს მას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად?

„იმავეს ამბობდნენ კრიშტიანუ რონალდუზე, რომელმაც პორტუგალიასთან ერთად ევრო 2016 მოიგო.

ფეხბურთისთვის დიდი ამბავი იქნება, თუ მესი ან რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს.

გავიგე, რომ რამდენიმე არგენტინელი ფეხბურთელის თქმით, მათ მესის გამარჯვება სურთ. ასეთმა დამოკიდებულებამ მათზე შეიძლება ზეწოლა გაზარდოს.

ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს მესის და რონალდუს მიმართ, მაგრამ მე არაერთხელ მითქვამს, რომ მესი საუკეთესოდ მიმაჩნია.

დიეგო მარადონას მონაწილეობით ბევრ ვიდეოს ვუყურე, მაგრამ მესი უკეთესია. მას ყველაფერი აქვს - თამაშის კონტროლი, დრიბლინგი, პასი. მაშინ როცა რონალდუ უფრო ბომბარდირია“.

- რატომ არის ასე რთული მესის წინააღმდეგ თამაში?

„არა მხოლოდ მის წინააღმდეგ. ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა. თამაშის კონტროლი არის ის, რაც ბარსელონას ასე დიდებულს ხდიდა.

მატჩის ნახევარი ისინი უბრალოდ მოედანზე ფეხით დასეირნობდნენ, შემდეგ კი მოულოდნელად გადართვას ახდენდნენ. ეს საშინელება იყო. შეხედეთ ახლა მანჩესტერ სიტის - როგორი მომთმენები არიან“.

- ამბობს რუნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუნი რონალდუს ინტერვიუზე: მისი რამდენიმე კომენტარი უცნაურად მომეჩვენა
რუნი რონალდუს ინტერვიუზე: მისი რამდენიმე კომენტარი უცნაურად მომეჩვენა