საქართველოს კალათბურთის ნაკრები
Aa
Aa

1 ქულით - საქართველო იტალიასთან დამარცხდა

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა და 84:85 დამარცხდა.

ილიას ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გამოიყვანა: სანაძე, შენგელია, მაკფადენი, შერმადინი ცინცაძე.

პირველმა მეოთხედმა იტალიელთა უპირატესობით ჩაიარა. სტუმრები გაცილებით აქტიურები იყვნენ და 24:19 გაიმარჯვეს. მეორე მეოთხედში საქართველო გააქტიურდა, რაც ანგარიშზეც აისახა - 21:19. პირველი ტაიმი კი იტალიის გამარჯვებით 43:40 დასრულდა.

მეორე ტაიმი ზუროსის შეგირდებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და მეოთხედის შუაში წინაც გავიდნენ. აქტიური იყო თორნიკე შენგელია, რომელსაც 3-ქულიანი სროლები წაუვიდა. საბოლოოდ 18:17 და უკანასკნელ მეოთხედამდე სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა.

მეოთხე მეოთხედი საქართველომ 5:0 გაქცევით დაიწყო და შეტევაში უფრო მეტად გააქტიურდა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბერიშვილი იყო, რომელმაც ბრწყინვალე 3-ქულიანები ჩააგდო. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე „ჩვენებურები“ 5 ქულით იგებდნენ. ამის შემდეგ, იტალიელთა კალათბურთელმა სპისუმ რამდენიმე 3-ქულიანი ჩააგდო და იტალია წინ გავიდა.

შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რიჩიმ შორიდან 3-ქულიანი ისროლა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. ეს კი იტალიელთა მე-14 ჩაგდებული 3-ქულიანი იყო. ანგარიში კი 78:83 დაფიქსირდა. 6 წამით ადრე, ზუროსის შეგირდები 1 ქულას აგებდნენ და შესატევად 6 წამი ჰქონდათ, მაგრამ ბურთის ჩაგდება ვერ მოასწრეს და იტალიამ გაიმარჯვა - 85:84

საქართველოს ნაკრებიდან მხრიდან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც არასრულ 34 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იტალიას კი 15 ქულით სპისუმ ულიდერა. ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ საქართველოს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.  

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
14 ქულა G ლიგაში - მამუკელაშვილი ვისკონსინში გაანათხოვრეს
14 ქულა G ლიგაში - მამუკელაშვილი ვისკონსინში გაანათხოვრეს