Crystalbet ეროვნული ლიგა, ბათუმის დინამო, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

შანსი ვერ გამოიყენა - ბათუმის დინამო სამგურალთან დამარცხდა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ თბილისის „დინამომ“ ქულები დაკარგა და გეგუჩაძის გუნდს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში ლიდერობის მოპოვება შეეძლო, მაგრამ ასე არ მოხდა და პირიქით, თბილისურმა კლუბმა უპირატესობა განიმტკიცა.

ანგარიში 29-ე წუთზე პატარკაციშვილმა გახსნა და პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. მეორე ნახევარში, მასპინძლები ბევრს აქტიურობდნენ, მაგრამ გოლი ისევ მათ გაუშვეს. 49-ე წუთზე ნიკაბაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ზარიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ბათუმელებს იმედი ჩაესახათ, მაგრამ „დინამომ“ დარჩენილ დროში გარდატეხა ვეღარ შეიტანა და წააგო.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, Crystalbet ეროვნულ ლიგას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 76 ქულით ლიდერობს, ხოლო ბათუმის „დინამო“ 73 ქულით მეორე პოზიციაზეა. შემდეგ ტურში აჭარლები „გაგრას“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები