ნაპოლი, უდინეზე
Aa
Aa

მორიგი გამარჯვება - ნაპოლიმ უდინეზეს მოუგო

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სპალეტის გუნდმა 3:2 გაიმარჯვა და ჩემპიონატს კვლავ მარცხის გარეშე აგრძელებს.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ ისე ვერ ითამაშა, თუმცა „პარტენოპეიმ“ მის გარეშეც კარგად ითამაშა. ანგარიში მე-15 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, რასაც 31-ე წუთზე ზიელინსკიმ უპასუხა და ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში, სტუმრები შედარებით გააქტიურდნენ, მაგრამ მესამე გოლი კვლავ მასპინძლებმა გაიტანეს. თავი 58-ე წუთზე ელმასმა გამოიჩინა. ამის შემდეგ, სპალეტის შეგირდები ოდნავ მოდუნდნენ და „უდინეზემ“ ორი ბურთი გაქვითა.

79-ე წუთზე ნესტოროვსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ზუსტად 3 წუთში სამარჯიჩმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. სტუმრებს დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გაუტანიათ და „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა.

ცნობისთვის, ამ მოგების შემდეგ, ნეაპოლელებს 41 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ 2023 წელს, 4 იანვარს სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ჯუნტოლის შეხვდა - ახალ კონტრაქტზე სიტყვიერი შეთანხმება შედგა
ხვიჩა ჯუნტოლის შეხვდა - ახალ კონტრაქტზე სიტყვიერი შეთანხმება შედგა