„ეს მის მენტალიტეტზე ბევრს ამბობს“ - ჩირო ფერარა კვარაცხელიაზე
„ნაპოლის“ ლეგენდამ, ჩირო ფერარამ, რომელმაც ნეაპოლურ კლუბთან ერთად სერია ა ორჯერ მოიგო (1986–87, 1989–90), DAZN-თან ინტერვიუში „ნაპოლისა“ და მისი ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
„სპალეტი გამორჩეულად მუშაობს, მსგავს სტარტს არავინ ელოდა. მწვრთნელმა წარმატებაში მთელი გუნდი ჩართო, „ნაპოლის“ შედეგიანი თამაში გუნდური მუშაობის შედეგია. ლუჩანოს შეტევაში ბევრი არჩევანი აქვს. მას შეუძლია „ნაპოლი“ განსხვავებული ტაქტიკითა და განსხვავებული შემადგენლობებით ათამაშობს.
კვარაცხელიას განვითარება, ზრდა სჭირდება, მაგრამ ის ყოველთვის ფოკუსირებულია, ყოველთვის კონცენტრირებულია. შედარება მარადონასთან? ხვიჩა შედარებებს თავს არიდებს, რაც მის მენტალიტეტზე ბევრს ამბობს“.
შეგახსენებთ, ხვიჩამ სერია ა-ს ოფიციალურ გვერდთან მარადონასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„რაც შეეხება მარადონას, ალბათ მასთან შედარება არცერთი ფეხბურთელის არ შეიძლება, რადგან ის იყო ლეგენდა და ძალიან რთული იქნება დედამიწას კიდევ ასეთი ფეხბურთელი მოევლინოს. ძალიან მიხარია, როცა ასეთ რაღაცას მეძახიან (კვარადონა), იმიტომ, რომ ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაძლევენ“.